საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილ რიკერს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფთან და საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრა ჰქონდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნულის, შეხვედრის მიზანი იყო, ორგანიზაციების მიერ საარჩევნო და სასამართლო რეფორმის ძალისხმევის მხარდაჭერაში მნიშვნელოვანი წვლილი განეხილათ.
რიკერმა ხაზი გაუსვა, რომ რეფორმები აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება გაგრძელდეს დასავლური ინტეგრაციისკენ მიმავალი გზაზე.
,,აშშ-ის მთავრობა პატივს სცემს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებაში.
დღეს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილ რიკერს შეხვედრა ჰქონდა სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ამ ორგანიზაციების მიერ საარჩევნო და სასამართლო რეფორმის ძალისხმევის მხარდაჭერაში მნიშვნელოვანი წვლილი განეხილა. მან ხაზი გაუსვა, რომ რეფორმები აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება გაგრძელდეს დასავლური ინტეგრაციისკენ მიმავალი გზაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.