ვაქცინა შესაძლოა, ხელმისაწვდომი ნოემბრის ბოლოდან გახდეს - ფაუჩი

აშშ-ს წამყვანი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ Pfizer-ის ვაქცინა შესაძლებელია ხელმისაწვდომი ნოემბრის ბოლოდან გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ფაუჩი აღნიშნავს, რომ მისი აზრით, Pfizer-ი გამოყენების ნებართვის მიღებას Covid-19 ვაქცინისთვის მომავალი კვირიდან შეეცდება.

„თუ მოვლენები შეფერხების გარეშე განვითარდა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი ნოემბრის ბოლოდან ან დეკემბრის დასაწყისიდან გახდება. ყველანაირი კვლევა პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უნდა დასრულდეს. დიდი ალბათობით, ვაქცინის მასობრივი გამოყენება მიმდინარე წლის ბოლოდან დაიწყება, რაც კარგია“, - განაცხადა ფაუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის და გერმანული BioNTech-ის მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილმა ვაქცინამ ტესტირების პირველადი ფაზები წარმატებით გადალახა. კომპანიების მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, ახალი ვაქცინის ეფექტურობა 90%-ს შეადგენს.