გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წელს ცხელი ზაფხული გველოდება. ჰაერის საშუალო ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლში ნორმის ფარგლებში, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე 1-2 გრადუსით მაღალია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსები, ზაფხულის ცალკეულ დღეებში, საქართველოს დაბლობსა და ბარში ტემპერატურის მომატებას +37, +40, მთიან რაიონებში +36, +39, მაღალმთიან რაიონებში კი, +32, +35 გრადუსამდე ვარაუდობენ.
რაც შეეხება ატოსფერულ ნალექებს, მათი რაოდენობა სანაპირო ზოლში ნორმის ფარგლებში, ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე ნორმაზე ნაკლებია მოსალოდნელი.