ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ გაბუნიამ საკოორფინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, როგორც კი ჯანდაცვის მინისტრს ექნება PCR-ის ტესტზე უარყოფითი პასუხი, სამუშაოს დაუბრუნდება.
"ჯანდაცვის მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აგრძელებს თვითიზოლაციას და მკურნალობას. როგორც კი მას ექნება PCR-ის უარყოფითი პასუხი, ის დაუბრუნდება სამუშაოს", – განცხადა თამარ გაბუნიამ.
როგორც თამარ გაბუნიამ განაცხადა, მინისტრი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით მას შემდეგ აიცრება, რაც მისთვის ვაქცინაცია რეკომენდებული იქნება.
"ვაქცინის მეორე დოზას გაიკეთებს იმის მიხედვით, როგორი იქნება რჩევა და რეკომენდაციები ამასთან დაკავშირებით. როგორც იცით, ახალ ინფექცია გადატანის შემთხვევაში, ჩვენთან ჯერჯერობით მეორე დოზა არ კეთდება", -აღნიშნა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის პირბელი დოზა 23 მარტს გაიკეთა .