ბინაზე ხანდაზმულთა ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ განაცხადა.
„ხანდაზმულებთან მიმართებით მიზანმიმართული აქტივობები ხორციელდება. ხანდაზმულთა სახლებსა და თავშესაფრებში ვაქცინაცია აქტიურია და ეს დაწესებულებები თითქმის სრულადაა მოცული. ასევე, დავიწყეთ ბინაზე ხანდაზმულების ვაქცინაციის პროგრამა და ვფიქრობ, მომდევნო კვირიდან უფრო აქტიური გახდება. სამინისტროს უნდა დაუკავშირდნენ ხანდაზმულები, რომლებიც ბინაზე არიან და სჭირდებათ ვაქცინაცია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, გრძელდება ჯანდაცვის სექტორის თანამშრომლების ვაქცინაცია.
„ამგვარი მიდგომა გვაძლევს საშუალებას, რომ ორივე მიმართულებით ვიმუშაოთ“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.