დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროსთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ვაქცინაციის ღირებულება გაიზარდა.
"დღევანდელი მდგომარეობით, ორჯერადი აცრის ღირებულება 5 ლარია. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ორჯერადი აცრის ღირებულება 10 ლარამდე გაიზარდოს. შემდგომ ვნახოთ", - განაცხადა ამირან მგამყრელიძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში 3 400 000 აცრა უნდა ჩატარდეს, რაც სრულად 34 მილიონი ლარი ეღირება.
"იმუნიზაციის ბიუჯეტში გარკვეული თანხები გვაქვს", - აღნიშნა გამყრელიძემ.