გაეროს საერთაშორისო სასამართლომ ჰააგაში, ბოსნიელ სერბთა ყოფილი სამხედრო ლიდერის, რატკო მლადიჩის განაჩენი ძალაში დატოვა.
მრადკო მლადიჩმა გენოციდისთვის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი და 1992-95 წლების ბოსნია-ჰერცეგოვინას ომში სამხედრო დანაშაულებისთვის, 2017 წელს გამოტანილი სამუდამო პატიმრობის განაჩენი გაასაჩივრა.
მრადკო მლადიჩი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. საჩივრის განხილვა მლადიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების და COVID-19-ის პანდემიის გამო რამდენჯერმე გადაიდო.