რუსეთმა 9 კანადელ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

რუსეთმა 9 კანადელ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცლეებს.

უწყების ცნობით, კანადელ მაღალჩინოსნებს განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა.

რუსეთის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ:

1 . კანადის იუსტიციის მინისტრი და გენერალური პროკურორი დავიდ ლამეტი.

2. პენიტენციური დაწესებულებების ხელმძღვანელი ენ კელი

3. კანადის სადაზვერვო ძალების მეთაური სკოტ ბიშოპი

4. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯოდი ტომასი

5.კანადის ცხენოსანთა სამეფო პოლიციის მეთაური ბრენდა ლუკი

6.კანადის ცხენოსანთა სამეფო პოლიციის მეთაურის მოადილე ბარიან ბრენანი

7. შტაბის უფროსის მოადგილე ეროვნული თავდაცვის საკითხებში, მაიკ რულო

8. სამთავრობათაშორისო საქმეთა მინისტრი დომინიკ ლებლანკი

9. პრემიერ-მინისტრის ოფისის წევრი მარსი სურკი.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სანქციები რუსი მაღალჩინოსნებისთვის კანადის მიერ დაწესებულ სანქციებზე "საპასუხო მოქმედებაა".

ცნობისთვის, 2021 წლის 24 მარტს, კანადამ 9 რუს მაღალჩინოსანსა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელს "რუსეთში ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევისთვის" სანქციები დაუწესა. სანქციების მიზანია, წნეხის ქვეშ მოაქციოს რუსი მაღალჩინოსნები, რომლებიც ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობას და შემდეგომ სასამართლო დევნასთან და ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე მოქალაქეების დაკავებასთან არიან დაკავშირებულები.