Euronews-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ათასობით ადამიანმა, რომელმაც 2021 წელს აშშ-ის "მწვანე ბარათი" მოიგო, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. სარჩელის შეტანა მას შემდეგ დაიწყო, რაც "მწვანე ბარათების" მფლობელებს ქვეყანაში შესვლაზე შტატები უარს ეუბნებოდა.
როგორც გამოცემა წერს, მიზეზად კორონავირუსის პანდემია სახელდებოდა. პანდემიის გამო მათი სავიზო განაცხადები პრიორიტეტული არ არის. "მწვანე ბარათის" მფლობელებს, შესაბამისად გაუჩნდათ შიში, რომ შეერთებულ შტატებში გადასვლის შანსს დაკარგავენ.
ადვოკატმა კერტის მორისონიმა, რომელიც მოსარჩელეებს წარმოადგენს, Twitter-ში განაცხადა, რომ საჩივარი კოლუმბიის საოლქო სასამართლოში 141 ქვეყნის 24 000-ზე მეტი მოქალაქის სახელითაა შესული.
"ჩანიშნულია 24 089 ადამიანის საჩივარი, რომელიც შეტანილია კოლუმბიის ერთ-ერთ სასამართლო ოლქში" - განაცხადა კურტის მორისონმა.
ცნობისთვის, ყოველწლიურად ამერიკა 55 000 მწვანე ბარათს ათამაშებს, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ამერიკაში ლეგალურად ცხოვრების საშუალებას აძლევს.