"ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი", - ასე ეხმაურება ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში გადეგმილ ვიზიტს.
„მიმდინარე კვირას, პარასკევს კვლავ მივემგზავრები ტურნეში. ამჯერად საფრანგეთს, თურქეთს, საქართველოს, ისრაელს, ყატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთს ვეწვევი. ამ ქვეყნებში ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი“, - განაცხადა მაიკ პომპეომ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელწიფო მდივანი, საქართველოს 17-18 ნოემბერს სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან გამართავს.