მასშტაბური ოპერაცისას რამდენიმე ქვეყანაში 800-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

გლობალური ოპერაციისას რამდენიმე ქვეყანაში 800-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. რეიდის დროს ამოღებულია ნარკოტიკები (8 ტონა), იარაღი, ნაღდი ფული, ძვირადღირებული მანქანები. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ავსტრალიის, ევროპის პოლიციისა და FBI-ს მიერ ერთობლივად აზიის რამდენიმე ქვეყანაში, ევროპაში, სამხრეთ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში ერთობლივად ჩატარებული ოპერაცია ყველაზე მასშტაბურად ფასდება.

ოპერაცია „მწვანე შუქი/ტროას ფარი“ 2018 წელს დაიწყეს.