სუს-მა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო, გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო, გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.


უწყების ცნობით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად, არაერთგზის გათიშვის გამო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით, სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას ან მათ დაზიანება/განადგურებას გულისხმობს."


ელექტროენერგიის მიწოდება თბილისსა და რეგიონების ნაწილში ავარიულად დილით, 08:00 საათზე გაითიშა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია გაითიშა 24 ივლისს.