ირაკლი ღარიბაშვილი: ნამახვანჰესის პროექტს, იმ პირობებით, რა პირობებითაც ის მემკვიდრეობით დაგვხვდა, არ გავაგრძელებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ახლა არსებული პირობებით „ნამახვანჰესის“ პროექტი არ გაგრძელდება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს საუბარი ინვესტორთან.

„რაც შეეხება ნამახვანის პროექტს, მოგეხსენებათ, ეს პრობლემა მემკვიდრეობით დამხვდა და მე ამაზე აქტიურად ვმუშაობ. იმ პირობებით, რა პირობებითაც ახლა ეს პროექტი არის და დაგვხვდა ის პირობები, 100 წელი და ა.შ. შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით პროექტს არ გავაგრძელებთ. ჩვენ ვესაუბრებით ინვესტორს და დიდი იმედი მაქვს, რომ ინვესტორს დავითანხმებთ, ჩვენი ქვეყნის სასიკეთო ინტერესებზე წამოვიყვანოთ და კიდევ უფრო უკეთესი პირობებით ავაშენოთ ეს პროექტი, რომელიც იქნება საუკეთესო ინტერესების გამტარებელი ჩვენი მოსახლეობის, მათ შორის ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

„რიონის მცველები“ „ნამახვანჰესის“ მშენებლობას 5 თვეზე მეტია, აპროტესტებენ.