„ნაციონალური მოძრაობის“ თავჯმდომარემ ნიკა მელიამ პარლამენტში ბოიკოტის შემდგომი პირველი გამოსვლა საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გადაწყვეტილების განმარტებით დაიწყო. ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ამ დარბაზის დატოვებას რაც შეიძლება მალე, პარლამენტის თითოეულ წევრთან ერთად აპირებს.
„მე აქ შემოვედი, რათა თითოელი თქვენგანი სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან და ამის შემდეგ მიეცეს საზოგადოებას ნამდვილი პარლამენტის არჩევის შესაძლებლობა, ზუსტად იმ პროპორციით და მხარდაჭერით, რომელსაც საზოგადოება თქვენთვის გაიმეტებს“, - მიმართა ნიკა მელიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.
7-თვიანი ბოიკოტის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში მივიდნენ