PACE-ს საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებლები ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გამო შეშფოთებას გამოხატავენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, PACE-ს საქართველოს საკითხებზე მონიტორინგის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გამო, მათ შორის COVID19-ის პანდემიის გავლენის გამო.

„ისინი მიესალმნენ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც ამ სიტუაციის შემსუბუქებისკენაა მიმართული და ღრმა მწუხარება გამოხატეს, რომ ამგვარ მცდელობებს ამ რეგიონებსა და ქვეყნის დანარჩენ ნაწილს შორის თავისუფალ გადაადგილებას დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები ხელს უშლიდა.

შესაბამისად, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, თანამომხსენებლებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს დე ფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ მოიხსნას ეს შეზღუდვები", - ნათქვამია განცხადებაში.

PACE-ს საქართველოს საკითხებზე მონიტორინგის თანამომხსენებლები განცხადებას ავრცელებენ