პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა, მეორე მოსმენით, 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ მომზადებული "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო.

ფრაქცია "ქართული ოცნების" კანონპროექტს 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პარლამენტის 23-მა წევრმა ხმა პროექტის წინააღმდეგ მისცა.

"ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ კანონპროექტზე პარლამენტში მსჯელობა დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ფრაქცია "ქართული ოცნების“ კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

პარლამენტმა კვლავ არ უყარა კენჭი ამნისტიის შესახებ ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ კანონპროექტს.