ფოთში, ზღვაში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

ფოთში, ზღვაში ახალგაზრდა კაცს ეძებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლამდე კაცი მეგობრებთან ერთად მალთაყვის სანაპიროზე იმყოფებოდა, ის წყალში საბანაოდ შევიდა და რამდენიმე წუთში გაუჩინარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია მაშველთა რამდენიმე ჯგუფი. მაშველებთან ერთად, კაცს მისი ახლობლებიც ეძებენ.

ადგილზე ასევე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.