ჯო ბაიდენი: არ დავისვენებთ ვიდრე, ამერიკელი LGBTQ+ ადამიანებისთვის სრული თანასწორობა საბოლოოდ არ მიიღწევა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი LGBTQ+ ადამიანებისთვის სოციალურ ქსელში მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს.

ბაიდენის თქმით, სენატმა თანასწორობის შესახებ კანონი უნდა მიიღოს.

"LGBTQ+ ადამიანების უფლებები არის ადამიანის უფლებები. ამ თვის აღსანიშნავად, ჩვენ არ დავისვენებთ ვიდრე, ამერიკელი LGBTQ+ პირებისთვის სრული თანასწორობა საბოლოოდ არ მიიღწევა და არ შევა კანონში. სენატმა უნდა მიიღოს კანონი თანასწორობის შესახებ," - წერს ჯო ბაიდენი.