ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 705 ადამიანს დაუდასტურდა, 1128 გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Stopcov.ge-ზე გამოწვეყნდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 351 954 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 337 023, გარდაიცვალა 4 996 პაციენტი.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 33 253 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 138 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 115 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.12 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.75%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.59%.
ინფიცირების 705 ახალი შემთხვევიდან 380 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 39, იმერეთი - 59, ქვემო ქართლი - 55, შიდა ქართლი - 16, გურია - 18, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 78, კახეთი - 41, მცხეთა-მთიანეთი - 11, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
მიმდინარე აქტიური შემთხვევა- 9 909, საიდანაც: 3 230 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 820, აჭარაში - 305, იმერეთში - 411.
მძიმე პაციენტი- 689, მათ შორის, თბილისში - 304, აჭარაში - 86, იმერეთში -146.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე- 193, მათგან თბილისში - 125, აჭარაში - 8, იმერეთში - 13.
594 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 339 - თბილისში, 224- აჭარაში. 6 085 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 38 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 0.
სულ 6 ოქტომბრიდან - 9 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 838 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 924 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 722, პირი, აჭარაში - 1 987, იმერეთში - 1 098.