თეა წულუკიანმა ის 12 პრიორიტეტული მიმართულება დაასახელა, რომლებსაც კულტურის სამინისტრო დააფინანსებს

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა კულტურის სფეროს ის პრიორიტეტული მიმართულებები დაასახელა, რომლებსაც სამინისტრო მიმდინარე წელს „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დააფინანსებს. ამის შესახებ მან უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, სამინისტრომ 12 პრიორიტეტული მიმართულება გამოყო. ესენია:

1. ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობა;

2.ქართული თეატრისა და თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა;

3. ქართული პროფესიული მუსიკალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა;

4. ქართული კინოს ხელშეწყობა;

5. სახვითი და თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა;

6. სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა;

7. ქართული ფოლკლორის ხელშეწყობა;

8. კულტურაზე ხელმისაწვდომობა;

9. მნიშვნელოვანი კულტურული და საფესტივალო ღონისძიებები;

10. ინოვაციური და თავისუფალი პროექტები;

11. კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა;

12. COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირება.

სამინისტრო პრიორიტეტული ჯგუფებისთვის დაფინანსებაზე განაცხადების მიღებას დღეიდან იწყებს.