ლიეტუვის პრეზიდენტი: საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხი დემოკრატიული ევროპული ერების ოჯახში ყოფნას იმსახურებს

"საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხი დემოკრატიული ევროპული ერების ოჯახში ყოფნას იმსახურებს", - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ Twitter-ზე დაწერა.

"საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ლიეტუვის ურყევ მხარდაჭერას ვადასტურებ. საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხი დემოკრატიული ევროპული ერების ოჯახში ყოფნას იმსახურებს“, - წერს გიტანას ნაუსედა.

ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელ Facebook-შიც გამოეხმაურა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართველ ხალხს ისევე უყვარს თავისუფლება, როგორც ლიეტუველებს

"გამარჯობა საქართველო.

დღეს დაიწო ჩემი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მთავარი მიმართულებები - ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და რეფორმის განხორციელება, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა, ასევე მეგობრული და კულტურული კავშირების დამყარება. საქართველო არის ღრმა ისტორიების, უნიკალური ენის, შთამბეჭდავი ბუნებისა და მდიდარი ტრადიციების ქვეყანა. ქართველ ხალხს ისევე უყვარს თავისუფლება, როგორც ჩვენ", - წერს ლიეტუვის პრეზიდენტი.

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საქართველოშია

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გიტანას ნაუსედა შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან,პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან,პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან