დიეგო კოლასი: დროა, საქართველოსთან თანამშრომლობა კიდევ უფრო დინამიური გავხადოთ

საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასის განცხადებით, ეს არის დრო, როდესაც საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის პროგრამა, დღის წესრიგი უნდა დადასტურდეს და დინამიური გახდეს.

როგორც ელჩმა საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის 2021-2023 წლების თანამშრომლობის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმებისას განაცხადა, საქართველოში ინვესტიციები უნდა განხორციელდეს მდგრად ინკლუზიურ განვითარებაში, რასაც აღნიშნული შეთანხმების გაფორმებაც ემსახურება.

,,მთელს გუნდს ვულოცავ, 2020 წელი იყო, როდესაც საერთაშორისო პარტნიორებმა შეფიცეს საქართველოს, რომ კოვიდის პერიოდში დახმარებას აღმოუჩენდნენ იმ დღიდან190 მილიონი ევრო გამოვყავით დახმარების სახით და ძალიან ვამაყობთ, რომ არა მარტო დავპირდი ქვეყანას, არამედ შევასრულეთ კიდეც ერთ თვეში.

ბატონო პრემიერ-მინისტრო პოსტპანდემიურ პირობებშიც დაგეხმარებით, გპირდებით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ის დრო, როდესაც უნდა დავადასტუროთ ჩვენი თანამშრომლობის პროგრამა და დღის წესრიგი, დინამიურ გავხადოთ თანამშრომლობა, ინვესტიციები განვახორციელოთ მდგრად ინკლუზიურ განვითარებაში საქართველოში, ზუსტად ამიტომ არის ეს მემორანდუმი , რომელსაც ხელს მოაწერენ.

ასევე მნიშვნელოვანია ასეთი მეგობრული სულისკვეთებისთვის, საქართველოსთვის, საფრანგეთისთვის იმიტომ, რომ 3 წლის განმავლობაში ეს არის ამბიციური პროგრამა , თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ 150 მილიონი ევრო იქნება ფულადად და ასევე იქნება საგრანტო დაფინანსება დაახლოებით 30 მილიონი ევროს ოდენობით, ამ თანხას დამატებული, მიმაჩნია, რომ ეს საოცარი საქმის შესრულებას შეგვაძლებინებს.

ჯამში ჩვენი მიზანი არის, რომ მოვახდინოთ დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია , გავაძლიეროთ დასავლური გარემო საქართველოში, შევიმუშაოთ ფასეულობებზე დაფუძნებული მიმართულებები, გავამტკიცოთ საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობები.

კოლასმა სხვადასხვა პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, რეგიონული განვითარების მიმართულებით.

„რამდენიმე თვის წინ თბილისს მიენიჭა „წიგნის დედაქალაქის“ სტატუსი და ამ პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთი პროექტი განხორციელდება მომავალში. სხვა მაგალითებიც გვაქვს, არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც ხორციელდება, სოფლის მეურნეობის სფეროში, წყლის რესურსების მართვის სფეროში, ირიგაციის სფეროში და ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი.

არა მარტო ახალი აპარატურა, ახალი მანქანა-დანადგარები, ახალი დინამიური განვითარება, არამედ ადგილობრივი დემოკრატიის წეს-ჩვეულებების განვითარებაც მოხდება, განმტკიცება და ეს ყველაფერი მოიტანს წარმატებას. იქნება სხვა პროგრამები სოციალური კოდექსის განვითარებისთვის.

ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან აქცენტს ვაკეთებთ ამ მიმართულებაზე, რეგიონულ განვითარებაზეც მინდა იგივე ვთქვა. კიდევ ერთი რამ, რაზეც მინდა ხაზი გავუსვა არის არა მარტო ის, თუ რას ვაკეთებთ, არამედ როგორ ვაკეთებთ. ჩვენ გვაქვს გუნდური მიდგომა და ეს ბუნებრივია, საქართველოს და საფრანგეთს შორის გუნდურ მიდგომას ვგულისხმობ და ეს არის „ჰაშთაგით“ მეგობრობა ევროპაში, რომელიც ასე შუქდება მედიაში ევროპის მასშტაბით და ასევე მინდა ვთქვა, რომ ტრადიციული პარტნიორები, ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს გერმანიაში, რიგით მეორე ვთქვათ საქართველოში არის KFW, ენერგეტიკის სფეროში ერთად ვახორციელებთ პროგრამებს და მათაც ვაქებთ და ყოველთვის შევაქებთ, ჩეხეთის რესპუბლიკასთანაც გვაქვს ძალიან კარგი პროგრამები, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად ვახორციელებთ ინიციატივებს და ჩვენთვის ყოველთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა მათთან მუშაობა დასავლეთ ევროპული ინიციატივის გაძლიერების და კონსოლიდაციის კუთხით.

ასევე, ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთანაც. ეს არის ერთობლივი დაგეგმვის, ერთობლივი განხორციელების პროგრამა. ამიტომ გიხდით მადლობას ბატონო პრემიერო, რომ ამ ცერემონიას დღეს აქ ვმართავთ და ასევე მადლობას ვუხდი სესილს და ბატონ ლაშას ამ შესაძლებლობისთვის“, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში.

ცნობისთვის, დღეს ხელი მოეწერა საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის 2021-2023 წლების თანამშრომლობის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ შეთანხმებას.

საქართველოს მიეცემა დამატებითი ფინანსური დახმარების სახით 483 მილიონი ევრო, ამ თანხიდან 33 მილიონი ევრო გრანტია.