NATO-ს მომავალ სამიტთან დაკავშირებით იენს სტოლტენბერგი ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.

როგორც ალიანსის გენერალური მდივანი აცხადებს, მათ მომავალი სამიტის, რეგიონში უსაფრთხოების მდგომარება და რუსეთის საკითხები განიხილეს.

,,პრეზიდენტ ზელენსკის ვესაუბრე ჩვენი ღირებული პარტნიორის, უკრაინის შესახებ. ჩვენ განვიხილეთ NATO-ს სამიტი, რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა და რუსეთის მიუღებელი სამხედრო აქტიურობა. ხაზი გავუსვი ჩვენს მუდმივ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას“, - წერს სტოლტენბერგმა Twitter-ზე.

ცნობისთვის, 14 ივნისს ბრიუსელში NATO-ს სამიტი გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ NATO-ს სამიტის დღის წესრიგი უკვე გამოქვეყნდა.