ნიკოლოზ შერაზადაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე საშეჯიბრო დღეს ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ნიკოლოზ შერაზადაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ფინალში მან უზბეკ დავლატ ბობონოვს დამატებით დროში სუფთა გამარჯვებით სძლია.

ნიკოლოზ შერაზადაშვილმა მსოფლიოს პირველობა მეორედ მოიგო. ტურნირზე დღეს ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ.) და მარიამ ჭანტურიამაც (70 კგ.) იასპარეზეს. სამწუხაროდ, ორივე მათგანი ტურნირს ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობა.