სასტუმროში, სადაც G7-ის სამიტის მონაწილეები იმყოფებოდნენ, თანამშრომლებს COVID19 დაუდასტურდათ

Reuters-ის ინფორმაციით, COVID19-ის გავრცელების გამო, ბრიტანეთში, კორნუოლის ერთ-ერთი სასტუმრო, სადაც დიდი შვიდეულის სამიტის მონაწილეები განათავსეს დახურეს.

როგორ გამოცემა წერს, სასტუმროში გერმანიის დელეგაციის წევრები და უცხოელი ჟურნალისტები რჩებოდნენ. კორონავირუსი რამდენიმე თანამშრომელს დაუდასტურდა.

როგორც სასტუმროს მეპატრონემ განაცხადა, სასტუმრო მხოლოდ მას შემდეგ გაიხსნება, რაც ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები და თანამშრომლები თვითიზოლაციის რეჟიმიდან გამოვლენ.

ბრიტანეთში COVID19-ის გავრცელების გამო, დახურეს სასტუმრო , სადაც G7-ის სამიტის მონაწილეები იმყოფებოდნენ