სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს გიტანას ნაუსედას ხვდება

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს გიტანას ნაუსედას ხვდება.

დღის წესრიგის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი და გიტანას ნაუსედა ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

აღსანიშნავია, რომ აუდიენციამდე დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა ლიეტუვისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები.

ცნობისთვის, ლიეტუვის პრეზიდენტი დღეს შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.

ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

ოფიციალურ შეხვედრებამდე, გიტანას ნაუსედა საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.