რუსეთის ნიჟეგოროდის რაიონულმა სასამართლომ, ჟურნალისტ ალექსანდ პიჩუგინს კორონავირუსის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის, 300 000 რუბლის გადახდა დააკისრა.
სახელმწიფო ბრალმდებელი განსასჯელის ორი წლითა და 6 თვით დაპატიმრებას მოითხოვდა, "ისეთი ყალბი ინფორმაციის განზრახ გავრცელებისათვის, რომელიც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა უსაფრთხოებას და სიცოცხლეს“.
ჟურნალისტის სამართლებრივი დევნის მიზეზი აღდგომის დღესასწაულამდე, 12 აპრილს, მის მიერ ტელეგრამის არხით გავრცელებული ჩანაწერი გახდა, რომელშიც საკარანტინო მოთხოვნების დარღვევით, საეკლესიო ღვთისმსახურებას, პიჩუგინმა „სასიკვდილო დაავადებით მოსახლეობის დაინფიცირების დაგეგმილი აქცია“ უწოდა.
პიჩუგინის ადვოკატები სასამართლოს განაჩენი ზედა ინსტანციაში გაასაჩივრებას აპირებენ.