საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელთან ფილიპ რიკერთან რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
,,ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა სომხეთსა და აზერბაიჯანში გამართული შეხვედრების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებას შეეხო. მხარეებმა სამხრეთ
კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის კუთხით საქართველოს როლზე იმსჯელეს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები დასახეს.
აღინიშნა, რომ საქართველო გააგრძელებს თავის როლს, როგორც ქმედითი, საიმედო პარტნიორი და აშშ-ს ერთგული მოკავშირე რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დაესწრნენ.
ფილიპ რიკერმა და ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს", - აღნიშნულია განცხადებაში.