შავ ზღვაში ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი შემოვიდა

ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი USS Laboon (DDG-58) შავ ზღვაში შემოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მე-6 ფლოტი Twitter-ზე ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნაღმოსანი შავ ზღვაში საზვღაო უსაფრთხოების ოპერაციების შესასრულებლად შემოვიდა.

"ამერიკის საზღვაო ძალები NATO-ს წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან ერთად მოქმედებს შავ ზღვაში", - ნათქვამია ინფორმაციაში.