როგორია კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა საჯარო სკოლებში სასწავლო წლის ბოლოს

განათლების სამინისტროს განცხადებით, 2020-2021 სასწავლო წლის დასასრულს სკოლებში Covid-19-ის გავრცელების მაჩვენებელმა კვლავ იკლო.

უწყებიც ცნობით, ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის 0,2%-ს, ხოლო მოსწავლეთა 0.04%-ს დაუდასტურდა.

"სასწავლო წლის ბოლო დღეებში სრულ დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 52 სკოლა და 139 ცალკეული კლასი. ამასთანავე, პირადი მოთხოვნის საფუძველზე, სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა 120 რისკის ჯგუფში მყოფი მასწავლებელი.

შეგახსენებთ, რომ 2020-2021 სასწავლო წელი 15 ივნისს მთავრდება. ბოლო კვირაში ვირუსის შემცირებული მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ სამინისტრომ შეძლო სკოლებში ვირუსის შიდა გავრცელების პრევენცია და მიმდინარე სასწავლო წელი სასკოლო საზოგადოებისთვის საკლასო ოთახებში სრულდება", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.