COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 794 ადამიანს დაუდასტურდა, 498 გამოჯანმრთელდა, ხოლო 22 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 353 443 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 338 318, გარდაიცვალა 5034 პაციენტი.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 40 667 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 242 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 425 PCR ტესტით.

დადებითობის მაჩვენებელი: 11 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.95 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.64%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.32%.

ინფიცირების 794 ახალი შემთხვევიდან 452 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 56, იმერეთი - 82, ქვემო ქართლი - 43, შიდა ქართლი - 47, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48, კახეთი - 42, მცხეთა-მთიანეთი - 13, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 10 065, საიდანაც: 3 147 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 774, აჭარაში - 282, იმერეთში - 399.

მძიმე პაციენტი: 681, მათ შორის, თბილისში - 303, აჭარაში - 76, იმერეთში -147.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე:190, მათგან თბილისში - 118, აჭარაში - 14, იმერეთში - 13.

610 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 343 - თბილისში, 236- აჭარაში. 6 308 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 47 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 47, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 6 ოქტომბრიდან - 11 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 843 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 749 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 768, პირი, აჭარაში - 1 685, იმერეთში - 1 054.