საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა აფრიკის საჰელის რეგიონში ჩატარებული ოპერაციების დროს, ალ-ქაიდას ლიდერი მოკლეს. ამის შესახებ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა თავის მიმართვაში თქვა, რომ 5 ივნისს, სპეციალური ოპერაციის შედეგად, ალ-კაიდას 3 წევრთან ერთად, ასევე მოკლეს ტერორისტი ბაიე ბაკაბო, რომელიც, მისი თქმით, პასუხისმგებელია 2013 წელს ორი ფრანგი ჟურნალისტის მკვლელობაში..
რადიოჟურნალისტები კლოდ ვერლონი და გისლენ დუპო გაიტაცეს და დახვრიტეს MNLA Tuareg-ის სეპარატისტული ჯგუფის წევრთან გასაუბრების შემდეგ მალის ჩრდილოეთით, 2013 წლის ნოემბერში. ინციდენტი მოხდა 6 თვის შემდეგ, რაც საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა ალ-კაიდასთან დაკავშირებულ ჯგუფებს ჩრდილოეთ მალის ქალაქებიდან დაახევინეს.