კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსის" ეზოში სატვირთო გადავარდა. როგორც Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 1 ადამიანი, 8 კი დაშავდა.
უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
დაშავებულები კლინიკა „ნიუს ჰოსპიტალსში“ არიან გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა „ნიუ ჰოსპიტალსთან“ მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.