The Heritage Foundation-ი: სამიტი NATO-ს შესაძლებლობას აძლევს, გააძლიეროს ურთიერთობა თბილისთან და შეინარჩუნოს საქართველო წევრობისკენ მიმავალ გზაზე

NATO-ს სამიტი 2021: ერთგული მოკავშირე საქართველოს მხარდაჭერის დროა, - ამ სათაურით ორგანიზაცია The Heritage Foundation საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს.

ავტორი ლიუქ ქოფი წერს, რომ 2021 წლის 14 ივნისს ბრიუსელში გამართული NATO-ს სამიტი ალიანსის მოკავშირეებს სთავაზობს, მტკიცედ და საბოლოოდ, განავითარონ გონივრული და რეალისტური გზა საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის. მისი თქმით, საქართველო NATO-ს მტკიცე პარტნიორია.

"საქართველო ალიანსისთვის საშიშ და მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ სამეზობლოში მდებარეობს. ქართველებმა დაამტკიცეს, რომ საბრძოლო მოქმედებებში გალანტურნი არიან. ისინი ასევე ახორციელებენ თავდაცვის ტრანსფორმაციის პროგრამას, რომელიც არის მაგალითი NATO-სთვის. სამიტი შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება NATO-სთვის, გააძლიეროს თბილისთან ურთიერთობა და შეინარჩუნოს საქართველო წევრობის გზაზე", - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია სამი მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველო ალიანსისთვის მნიშვნელოვანია:

1. საქართველო შემოწმებული და საიმედო პარტნიორია;

2. საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა მას მნიშვნელოვნად აქცევს NATO-ს გეოპოლიტიკური მიზნებისათვის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში.

3. საქართველოს დემოკრატიისკენ მიმავალი გზა მაგალითია ფართო ევრაზიული რეგიონისთვის.

"NATO-ს ზოგიერთ წევრს აწუხებს საქართველოს NATO-ში გაწევროანება. შესაძლოა ამან ავტომატურად გამოიწვიოს რუსეთთან ომი ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების გამო, თუმცა ქართველი მაღალჩინოსნები პირად საუბრებში ამბობენ, რომ ისინი მოხარული იქნებიან NATO-ს წევრობის შეთანხმებით ან კომპრომისით, რომლის მიხედვითაც, NATO-ს მე-5 მუხლის გარანტია არ გავრცელდება ოკუპირებულ ორ რეგიონზე, ვიდრე ეს შემთხვევა არ მოგვარდება რუსეთთან მშვიდობიანად.

საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე შენარჩუნება ალიანსის ძალისხმევას მოითხოვს. მნიშვნელოვანია, რომ NATO-მ გამოიყენოს სამიტი, რომ აღიაროს ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების მიმართ საქართველოს ერთგულება და მსხვერპლი", - ნათქვამია ანგარიშში.

"ჰერითიჯ ფაუნდეიშენი" წერს, რომ NATO-მ უნდა გამოიყენოს ბრიუსელის სამიტი შემდეგი კუთხით:

"1. დარწმუნდეს, რომ ალიანსის თითოეულ წევრს მკაფიოდ აქვს გაცხადებული საქართველოს მომავალი წევრობის მხარდაჭერა - სამიტის დეკლარაციამ უნდა განმარტოს, რომ საქართველოს შემდგომი წლიური ეროვნული პროგრამების წარმატებით დასრულება, მჭიდრო ურთიერთობაNATO-საქართველოს კომისიის მეშვეობით და NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი პროგრესის ნამდვილი ნიშნებია, რაც საქართველოს დაახლოებას, გაწევრიანებას მოუტანს.

2. შემოქმედებითად იფიქროს წევრობისკენ მიმავალ გზებზე - საქართველო-NATO-ს ურთიერთობაში გაურკვევლობა ძალიან დიდხანს გაგრძელდა და ალიანსმა უნდა განავითაროს დემონსტრირებული გზა საქართველოს წევრობისთვის. რუსეთის ნაწილობრივი ოკუპაციის გამო, ევროპელთა უმეტესობა, საუკეთესო შემთხვევაში, გულთბილია საქართველოს NATO-ში გაწევრიანების თაობაზე.

3. შეცვალოს MAP- ის როლი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისკენ მისწრაფებაში – ბრიუსელის სამიტზე NATO-მ უნდა გამოტოვოს ფრაზა – MAP-ი როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილი“, რომელიც გამოიყენებოდა სამიტის ბოლო ხუთი დეკლარაციის დროს, საქართველოს შესახებ სექციიდან ბრიუსელის სამიტის დეკლარაციაში. ეს საშუალებას მისცემს ალიანსს, რეალური დებატები გამართოს თბილისისთვის MAP- ის გამოყენებისა და როლის შესახებ.

4. დარწმუნდეს, რომ NATO-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება სახელმწიფოთა მეთაურების ან მთავრობის დონეზე - NATO-საქართველოს კომისია უნდა ჩატარდეს სახელმწიფოთა მეთაურთა ან მთავრობათა დონეზე, იმის დემონსტრირებისთვის, თუ რა სერიოზულად განიხილავს NATO საქართველოსთან ურთიერთობას.

5. დარწმუნდეს, რომ ანგარიშის ასახვის პროცესში, რუსეთის სამხედრო ოკუპაციას აუცილებლად ეწოდოს ოკუპაცია - NATO-მ უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე ათასი რუსი ჯარისკაცის არასასურველი ყოფნა ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში. დღეისათვის ევროპის ბევრი ქვეყანა არ იყენებს ამ ტერმინოლოგიას.

6. საქართველოს, როგორც „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის“ მიწვევა პოლონეთში განთავსებულ NATO-ს მრავალეროვნულ ბატალიონში. ქართველები ყოველთვის ეძებენ ახალ გზებს ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საკუთარი წვლილის შესატანად, აშშ-სა და საქართველოს კი აქვთ ერთმანეთის გვერდიგვერდ მსახურების კარგი გამოცდილება. ავღანეთში საქართველოს ყოფნის დასრულებისთანავე, აშშ-მა უნდა მიიწვიოს საქართველო, წვლილი შეიტანოს მის მულტინაციონალურ ბატალიონში პოლონეთში.

დღემდე ამ ბატალიონში ალიანსის არაწევრი არც ერთი ქვეყანა არ ყოფილა მიწვეული. თუმცა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შესწევს ძალა, მსახურობდეს NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებში“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის ბოლოს აღნიშნულია, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისა და NATO-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია.

„საქართველო აშშ-ისა და NATO-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია. ის NATO-სთვის საშიშ და მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ სამეზობლოში მდებარეობს. ქართველებმა დაამტკიცეს, რომ საბრძოლო მოქმედებებში გალანტური არიან. საქართველო ასევე ახორციელებს თავდაცვის გარდაქმნის პროგრამას, რომელიც მაგალითია მთელი NATO-სთვის. ბრიუსელის სამიტი ალიანსს შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს, გააძლიეროს ორმხრივი ურთიერთობა თბილისთან და შეინარჩუნოს საქართველო წევრობისკენ მიმავალ გზაზე“, - ნათქვამია ანგარიშში.