ტეხასის შტატში სროლის შედეგად მინიმუმ 13 ადამიანი დაშავდა

ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში, სროლის შედეგად, მინიმუმ 13 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ განაცხადეს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ორი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მედიის ინფორმაციით, უცნობმა პირმა ქუჩაში ცეცხლი გახსნა. შემთხვევა შაბათს, გამტენიისას მოხდა.

პოლიციამ მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის.

ქალაქის პოლიციამ სოციალური ქსელის Twitter-ის საშუალებით, მოქალაქეებს ინციდენტის ადგილას სტუმრობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.