ქაბულში, 2 ავტობუსის აფეთქების შედეგად, სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა

ქაბულში, 2 ავტობუსის აფეთქების შედეგად, სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

აფეთქება ჰაზარელებით დასახლებულ რაიონში მოხდა, სადაც გასულ კვირას ავტობუსებზე განხორციელებულ ანალოგიურ თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ქაბულის პოლიციის სპიკერმა ბასირ მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ შაბათს მომხდარი აფეთქებების შედეგად ექვსი ადამიანი დაიჭრა.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.