დასავლეთ თურქეთში 1 800 წლის წინ დამზადებული ქანდაკება აღმოაჩინეს

თურქეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 1800 წლის წინ დამზადებული ქალის ქანდაკება აღმოაჩინეს თურქეთში, დასავლეთ იზმირის პროვინციაში. ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს გათხრების დეპარტამენტის განცხადებით, ქანდაკება იპოვეს უძველეს ქალაქ მეტროპოლისში.

მათივე თქმით, გათხრები 2021 წელსაც გაგრძელდება.