ივლისსა და აგვისტოში, ვანის განახლებულ არქეოლოგიურ მუზეუმში, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით, პომპეის საგანძური გამოიფინება.
„სიცოცხლე და სიკვდილი-დიდებული პომპეი,”-ასე ჰქვია გამოფენას, რომლის ფარგლებში, საქართველოში პირველად იქნება წარმოდგენილი ახალი წელთაღრიცხვის 79 წლის 24 აგვისტოს, ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად, ფერფლით დაფარული ძველი რომის ქალაქის-პომპეის ისტორია.
დღეს, საქართველოში იტალიის ელჩი ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს ეწვია.