ლიეტუვის ელჩი: გიტანას ნაუსედამ დაადასტურა, რომ ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

„ლიეტუვის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, - ამის შესახებ ლიეტუვის ელჩი, ანდრიუს კალინდრდა პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით Twitter-ზე წერს.

„ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას ვიზიტი საქართველოში დასრულდა. პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ლიეტუვისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად“, - წერს ელჩი Twitter-ზე.

ლიეტუვის პრეზიდენტი: ვიდრე ეს ტერიტორიები ოკუპირებულია ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სიტუაციის შესაცვლელად, ვიბრძოლოთ ამ ხალხისთვის