„აშშ მიესალმება აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი მოქალაქის გათავისუფლებას და მათ ოჯახებში დაბრუნებას“, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩვენ ასევე მივესალმებით სომხეთის გადაწყვეტილებას აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაზე, რაც ხელს შეუწყობს ჰუმანიტარული განაღმვითი სამუშაოების ჩატარებას და მომავალში მსხვერპლის თავიდან აცილებას.
ჩვენ მადლიერნი ვართ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს მთავრობის იმ მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც საქართველომ ითამაშა ამ ნაბიჯების ხელშესაწყობად, რაც რეგიონის მოსახლეობას უფრო დაახლოებს იმ მშვიდობიან და წარმატებულ მომავალს, რომელსაც ის იმსახურებს“, - ნათქვამია განცხადებაში.