საფრანგეთში კოვიდვაქცინის პირველი დოზით უკვე 30 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა

საფრანგეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა უკვე 30.14 მილიონმა ადამიანმა გაიკეთეა. ამის შესახებ France 24 ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

ბოლო მონაცემებით, დღე-ღამეში საფრანგეთში 34 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. პანდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში ვირუსს 84 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.