ჩინეთის ქალაქ შაიანში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ჩინეთის ქალაქ შაიანში, დასახლებულ ზონაში მომხდარ აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ 37 პირი.

გავრცელებული ცნობით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

შედეგად ჩამოინგრა მიმდებარე ტერიტორიაზე განთვასებული ბაზრის ნაგებობა.

ტერიტორიიდან 144 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულებები მოსახლეობას დაზარალებულთა დასახმარებლად, სისხლის დონაციისკენ მოუწოდებენ.