ღასან ხალილი: ქვეყანაში ყველა ინსტიტუცია შესაბამისობაში უნდა იყოს ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელის, ღასან ხალილის განცხადებით, ბავშვები ინსტიტუციებიდან, მათ შორის ნინოწმინდიდან, ბიოლოგიურ ოჯახებში უნდა დაბრუნდნენ. ამის შესახებ მან საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ხალილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ბავშვებს ოჯახები არ ჰყავთ მათთვის უნდა იქნას მოძიებული ისეთი ოჯახები, რომლებიც მათ იშვილებენ.

„გადაწყვეტილება იყო უმაღლესი პრიორიტეტის მინიჭება თითოეული ბავშვის საუკეთესო ინტერესისთვის. ამას ადასტურებენ სამინისტროც, საპატრიარქოც, UNICEF-იც და Worled Vision-იც. თითოეულ ბავშვს უნდა ჰქონდეს ოჯახური გარემო. ბავშვები ინსტიტუციებიდან, მათ შორის, ნინოწმინდიდან ბიოლოგიურ ოჯახებში უნდა დაბრუნდნენ. თუკი ასეთი ოჯახი არ გვყავს, მაშინ უნდა მოვიძიოთ ის ოჯახი, რომელიც იშვილებს ბავშვს. ნინოწმინდასთან დაკავშირებით, სამინისტროც გეტყვით, რომ ყოველდღიურად ბავშვები საკუთარ ოჯახებს მიჰყავთ. ეს პოზიტიური ამბავია. თუმცა, მნიშვნელოვანია UNICEF-სთვის, რომ ეს პროცესი ერთ ინსტიტუციაზე არ გაჩერდეს, ქვეყანაში არსებული ყველა ინსტიტუცია შესაბამისობაში უნდა იყოს ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან, განსაკუთრებით კი, საპატრიარქომ და ქართულმა საზოგადოებამ ოჯახი ქვაკუთხედად მიიჩნიოს“, – აღნიშნა ​ღასან ხალილმა.

სინოდის წევრებმა, ევროკავშირის ელჩმა და UNICEF-ის წარმომადგენელმა ნინოწმინდის პანსიონის საკითხზე ისაუბრეს