G7-ის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ღარიბი ქვეყნებისთვის კოვიდვაქცინების განაწილებაზე შეთანხმდნენ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, ,,დიდი შვიდეულის" ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ღარიბ ქვეყნებს კოვიდვაქცინების მილიარდ დოზას გადასცემენ. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ჯონსონის თქმით, ვაქცინების ნაწილს სახელმწიფოები COVAX-პლატფორმით, ნაწილს კი პირდაპირი წესით მიიღებენ. ბრიტანეთი ამ ინიციატივას 100 მილიონი დოზით უზრუნველყოფს. პრემიერის თქმით, ეს „კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია მსოფლიოს ვაქცინაციისკენ“.

მან ასევე ამ პროცესში ბრიტანული AstraZeneca-ს როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ COVAX-პლატფორმით მიწოდებული ვაქცინების 96%-ს სწორედ AstraZeneca წარმოადგენს.