თენგიზ ცერცვაძე: ტურისტული სეზონი არ მოდის წინააღმდეგობაში პირბადეებთან, პირბადეები უნდა ვატაროთ

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ტურისტული სეზონი პირბადის ტარებასთან წინააღმდეგობაში არ მოდის. მისივე თქმით, პირბადეები აუცილებლად უნდა ვატაროთ. ამის შესახებ ცერცვაძემ ,,რუსთავი 2"-ს განუცხადა.

"ტურისტული სეზონი არ მოდის წინააღმდეგობაში პირბადეებთან. ტურისტული სეზონი გაიხსნა უცხოეთის რიგ ქვეყნებში, სადაც შედარებით უკეთესი სიტუაციაა, მაგრამ ჯერ არც ერთ ქვეყანას არ უთქვამს პირბადეებზე უარი და ჩვენ ნუ ვიქნებით ცუდი მაგალითი. პირბადეები უნდა ვატაროთ," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 522 ადამიანს დაუდასტურდა, 1 074 გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 ინფიცირებული გარდაიცვალა.