გიტანას ნაუსედა: ლიეტუვა მიესალმება NATO-ს ღია კარის პოლიტიკას და ეს პირველ რიგში ჩვენს მეგობრებს საქართველოს და უკრაინას ეხებათ

ლიეტუვა მიესალმება NATO-ს ღია კარის პოლიტიკას და ეს პირველ რიგში ესებათ ჩვენს მეზობლებს, მეგობრებს საქართველოსა და უკრაინაში, - ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ NATO-ს სამიტის გახსნამდე განაცხადა. მისივე თქმით, NATO-ს რუსეთის ქმედებებზე მკაფიო, ერთიანი და მტკიცე პასუხი უნდა ჰქონდეს.

„დაპირებები უნდა შესრულდეს და მინდა შეგახსენოთ ბუქარესტის 2008 წლის სამიტი, სადაც მიღებული იყო გადაწყვეტილება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან დაკავშირებით,“- განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

ლიეტუვის პრეზიდენტი ორი დღის წინ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

გიტანას ნაუსედა: ლიეტუვა მყარად იცავს ბუქარესტის შეთანხმებას და ხედავს საქართველოს NATO-ს ოჯახის გარდაუვალ წევრად

ლიეტუვა NATO-ში საქართველოს გაწევრიანების არამხოლოდ აქტიური მხარდამჭერია, არამედ ხშირად ადვოკატირებას უწევს საქართველოს ინტერესებს - თენგიზ ფხალაძე