სახელმწიფო ელექტროსისტემა განმარტავს, რატომ შეეზღუდა ელექტროენერგიის მიწოდება საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, დღეს ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს.

როგორც ცნობილია ამ დროისათვის, დედაქალაქის ელექტრომომარაგება სრულად არის აღდგენილი. მიმდინარეობის რეგიონებში მომხმარებლისთვის ელექტრომომარაგების აღდგენის სამუშაოები.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო.