ისრაელის ელჩმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს

ისრაელის ელჩი, რან გიდორი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, მხარეებმა განიხილეს ისრაელსა და საქართველოს შორის მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის შესაძლებლობები​.