კელი დეგნანი: ვფიქრობ, სამიტის დეკლარაცია აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო NATO-ს დღის წესრიგში

ვფიქრობ, კომუნიკე და დეკლარაცია, რომელიც დღევანდელ სამიტზე გამოქვეყნდება და რომელიც შეთანხმებული იქნება ყველა მოკავშირის მიერ, აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო NATO-ს დღის წესრიგში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა NATO-ს სამიტზე საუბრისას განაცხდა. ინფორმაციას საზოგადოებრიცი მაუწყებელი ავრცელებს.

როგორც ელჩმა აღნიშნა, დეკლარაციაში ჩანაწერები იქნება საქართველოს სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.

„ცოტა ხნის წინ გვქონდა რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი ამერიკის მთავრობიდან. ერთ-ერთი პირველი ვიზიტი, რომელიც ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა პოსტკოვიდის შემდეგ შეძლეს, სწორედ აქ, საქართველოში განხორციელდა. ვფიქრობ, ეს ჩვენი მხარდაჭერის ძალიან ძლიერი სიგნალია საქართველოსთვის, მათ შორის NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, კომუნიკე, დეკლარაცია, რომელიც დღევანდელ სამიტზე გამოქვეყნდება და რომელიც შეთანხმებული იქნება ყველა მოკავშირის მიერ, აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო NATO-ს დღის წესრიგში. იქნება ჩანაწერები საქართველოს სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ასევე ბუქარესტის სამიტის ვალდებულებასთან დაკავშირებით, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი.

არის ნათელი გზავნილები რუსეთისთვის, რომ შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, უზრუნველყოს ჰუმანიტარული დერეფნები, რომ ის ტრაგიკული ისტორიები, რომლებიც ხშირად გვესმის, შეწყდეს. იქნება ძალიან მკაფიო გზავნილი NATO-სგან განგრძობითი მხარდაჭერის შესახებ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.