1-ლი ივლისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის და მცირე საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებე.
მათივე ცნობით, სამომხმარებლო ტარიფი არ იცვლება.
"ქ.თბილისში “თელასის” ნაცვლად მოსახლეობას და მცირე საწარმოებს ელექტროენერგიას მიაწვდის “თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია” (თელმიკო), ხოლო რეგიონებში, “ენერგო პრო ჯორჯიას” ნაცვლად - “ეპ ჯორჯია მიწოდება”.
“თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია” (თელმიკო) და “ეპ ჯორჯია მიწოდება” წარმოადგენენ საქართველოს მთავრობის მიერ დასახელებულ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს.
ცვლილება განხორციელდა ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ფარგლებში, ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის დირექტივების შესაბამისად.",- ნათქვამია სემეკის ინფორმაციაში.